01:37 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 19:50:06, 1923 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის უწყება ნატოს დელეგაციას მასპინძლობს

საქართველოში ნატოს საერთაშორისო სამსახურის და ნატოს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის დელეგაცია იმყოფება.

როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის უწყებიდან აცნობეს, დღეს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ უმასპინძლეს.

დელეგაციას ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამსახურის წარმომადგენელი გუსტავ ვრომენი ხელმძღვანელობს.

ვიზიტის მთავარ მიზანს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების შეფასება წარმოადგენდა.

საქართველოში მოვლენილ ნატოს ძირითად ჯგუფთან (NATO Core Team) ერთად მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) თხუთმეტ ინიციატივაზე ისაუბრეს. მათ, 2017 წელს 28-30 მარტს საქართველოში ჩატარებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრის შედეგებთან ერთად, იმ ინიციატივების მონახაზი განიხილეს, რომელიც არსებითი პაკეტის განხორციელების გეგმაში აისახება.

თავის მხრივ, ქართულმა მხარემ ალიანსის წარმომადგენლებს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის მიმდინარეობა გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები, თავდაცვის პოლიტიკის და განვითარების დეპარტამენტისა და გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთანაც გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის 2017-2020“ დოკუმენტი (SDR 2017-2020), „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპი და თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics