01:36 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 18:18:25, 2058 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ ყარაულაშვილი ევროკავშირის პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი ევროკავშირის პროექტის „საქართველო ევროპულ გზაზე: ეფექტური მოდელის შექმნა ღრმა და ყოველისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისა და მცირე ბიზნესის განვითარების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის" განმახორციელებელი კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა.

კონსორციუმის წევრები არიან ლიტვის რესპუბლიკის აღმოსავლეთ ევროპის სწავლების ცენტრი (EESC), სლოვაკეთის რესპუბლიკის გლობალური უსაფრთხოების ფორუმი (GLOBSEC), საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP), ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია (ABCO), ორგანიზაცია „ათინათი", ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი" და ასოციაცია „კავკასიური გენეტიკა". პროექტის მიზანია ქართული არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლერება და ცნობადობის ამაღლება ღრმა და ყოველისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისა და მცირე ბიზნესის განვითარების სტრატეგიის განხორციელების პროცესში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმებზე.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics