19:36 - 22 Jul, 2026
|
2017-05-04 16:55:58, 1126 ნახვა
სხვადასხვა
სომალიში სპეცსამსახურებმა შემთხვევით მინისტრი მოკლეს
სომალიში საჯარო სამსახურის მინისტრი, ქვეყნის სპეცსამსახურებმა შემთხვევით მოკლეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 31 წლის აბდულაჰ შეიჰ აბასი პრეზიდენტის რეზიდენციასთან, საკუთარ მანქანაში მოკლეს. როგორც BBC წერს, სპეცსამსახურებს მინისტრი, შეირაღებულ ისლამისტში აერიათ. მომხდართან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა ეთიოპიაში ოფიციალური ვიზიტი გადადო. ადგილობრივი ანალიტიკოსების ინფორმაციით, სომალიში მსგავსი ინციდენტები ადრეც მომხდარა, რადგან ქვეყანაში ისლამისტებთან ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს და დაძაბული ვითარებაა. ცნობისთვის, მოკლული მინისტრი ყველაზე სომალიში უწყების ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი იყო. მან პოსტი გასული წლის ნოემბერში დაიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)