|
2017-05-04 13:50:26, 2087 ნახვა
ეკონომიკა
იანვარ-აპრილში ღვინის ექსპორტი 59%-ით გაიზარდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში 18,4 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 59%-ით აღემატება. სააგენტოს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 41,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 54%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. „მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მდგომარეობით, ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის მაჩვენებლები 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-მდეა გაზრდილი. ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნების, ჩინეთის, აშშ-ს და აგრეთვე ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის მიმართულებით ღვინის ეროვნული სააგენტო და მეღვინეობის დარგი შეთანხმებულად მუშაობს" - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა. ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 207% (2 391 981), საფრანგეთი - 332% (65 040), აზერბაიჯანი - 217% (42 264), ისრაელი - 150% (65 490), რუსეთი - 87% (11 076 205), გერმანია - 38% (145 168), ბელარუსი - 37% (183 150), უკრაინა - 26% (1 874 212), პოლონეთი - 19% (814 882), ლატვია - 14% (400 190) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი -11 076 205, ჩინეთი -2 391 981, უკრაინა - 1 874 212, პოლონეთი - 814 882 და ყაზახეთი - 602 407 ბოთლი. ამასთან, მსოფლიოს 14 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 325 298 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 56%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 10,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67%-ს აღწევს. საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 63 410 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 124% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 177,4 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 96%-ს მიაღწია. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 75,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 59% შეადგინა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)