|
2017-05-04 00:56:17, 2364 ნახვა
მსოფლიო
მარინ ლე პენი ემანუელ მაკრონს: ნუ მელაპარაკები, როგორც მასწავლებელი - მოსწავლეს
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატები ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი არჩევნების მეორე ტურამდე დებატებს მართავე. აღნიშნული დებატები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ფრანგული მედიის ცნობით, ორი კანდიდატის დებატები საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში, ცხარე კამათის ფონზე მიმდინაროებს. „ნუ მელაპარაკები როგორც მასწავლებელი მოსწავლეს“, - ასე მიმართა მარინ ლე პენმა კონკურენტ ემანუელ მაკრონს. ემანუელ მაკრონმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ტერორისტებს მარტინ ლე პენი ძალიან უყვართ და ამბობენ, რომ მათთვის ლე პენის გამარჯვება დიდი საჩუქარი იქნება. ლე პენმა თავისი მოწინააღმდეგის უსაფრთხოებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა გააკრიტიკა. საპასუხოდ, მაკრონმა აღნიშნა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მისი მთავარი პრიორიტეტია. მისი თქმით, ტერორისტები საზღვრის გადაკვეთის დროს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას არ მოახდენენ, ამიტომ მათი გამოვლენის მიზნით, საფრანგეთს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მეტი თანამშრომლობა სჭირდება. ჯანდაცვის პოლიტიკაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ საფრანგეთში ექიმების არასაკამრისი რაოდენობაა. როგორც ლე პენმა აღნიშნა, ის აპირებს მოლაპარაკებები აწარმოოს დიდ ფარმაცევტულ კომპანიებთან, რათა მედიკამენტების ფასები შემცირდეს. საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატებმა დებატების დროს საპენსიო რეფორმაზეც ისაუბრეს. მაკრონის აზრით, საპენსიო ასაკი 62 წელი უნდა იყოს, ხოლო ლეპენის აზრით, საფრანგეთის მოქალაქეს პენსიაზე გასვლა 60 წლიდან უნდა შეეძლოს. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. ერთმანეთს ევროპული კურსის მხარდამჭერი ემანუელ მაკრონი და ევროკავშირიდან გასვლის მომხრე მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან. ამავე თემაზე: ვინ არის მარინ ლე პენი? Qui est madame Le Pen? ფრანგი ბარაკ ობამა - ვინ არის ცენტრისტი ემანუელ მაკრონი? საფრანგეთი 25-ე პრეზიდენტის მოლოდინში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)