06:31 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 17:03:02, 1958 ნახვა

საზოგადოება
ინოვაციური სერვისების ლაბორატორიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორია საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ იქნა, როგორც საჯარო სფეროში არსებული ინოვაციური მოდელი.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) სერვისლაბი, მისი მოდელის, მიზნებისა და აქტივობების გათვალისწინებით, შეარჩია, როგორც საჯარო სექტორის ერთ-ერთი ინოვაცია და განათავსა მსოფლიოს ინოვაციური პროექტების მონაცემთა ბაზაში.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომლის წარმატებული მაგალითი საჯარო სექტორის ინოვაციების ობსერვატორიის (OPSI დაარსებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ფარგლებში) მიერ იქნა აღიარებული.

ინოვაციური სერვისების ლაბორატორია, სააგენტოს ფარგლებში, 2014 წელს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. ლაბორატორიის წარმომადგენლებს 2016 წელს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით” პროექტის ფარგლებში განხორციელებული სასწავლო ტურის შედეგად შესაძლებლობა მიეცათ, გაეცნოთ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლები და მათთვის წარედგინათ სერვისლაბის საქმიანობა.

ინოვაციური სერვისების ლაბორატორია, სხვადასხვა ინოვაციური პროექტის განხორციელებისა და საჯარო სექტორში ინოვაციური აზროვნების ჩამოყალიბების მიზნით, თანამშრომლობს სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან. სერვისლაბი მიზნად ისახავს მომხმარებელთა მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული სერვისების შექმნას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics