05:39 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 15:14:50, 1851 ნახვა

საზოგადოება
საჩხერის სამედიცინო ცენტრი პაციენტებს 13 მაისს მორიგ აქციას სთავაზობს

საჩხერის სამედიცინო ცენტრში, მორიგი აქციის ფარგლებში, 13 მაისს  11:00-დან 17:00 საათამდე უფასო კონსულტაციებს გამართავენ თბილისიდან მოწვეული ექიმები - ნეიროქირურგი, უროლოგი და  გულსისხლძარღვთა ქირურგი. სამიზნე კონტინგენტისთვის, საჭიროების შემთხვევაში, კლინიკის ბაზაზევე დაიგეგმება ოპერაციული მკურნალობა.

ნეიროქირურგი ბუბა შალამბერიძე,  ადგილობრივ ექიმებთან (არჩილ ზაბახიძე, ოქროპირ სადუნიშვილი) ერთად, პაციენტებს გაუწევს უფასო კონსულტაციას დისკოგენური რადიკულოპათიების მიმართულებით. შეირჩევა სამიზნე კონტინგენტი, რომელსაც სჭირდება პრობლემებს კორექტირება ქირურგიული ჩარევით. ჩატარდება შესაბამისი კვლევები (მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია) და საჩხერის სამედიცინო ცენტრის ბაზაზევე დაიგეგმება ოპერაციული მკურნალობა.

თბილისიდან მოწვეული ექიმი ადგილობრივ ექიმებთან (ვასილ ბერიძე, თემურ ჩაჩანიძე) ერთად,  პაციენტებს გაუწევს უფასო კონსულტაციას, ჩატარდება შესაბამისი ორგანოს ექოსკოპიური კვლევები და შეირჩევა სამიზნე კონტინგენტი ოპერაციული მკურნალობისთვის  (მათ შორის ლაპარასკოპიული მეთოდით), რაც  კლინიკის ბაზაზევე დაიგეგმება.

გულსისხლძარღვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი  ბესარიონ კვიცარიძე  პაციენტებს ჩაუტარებს უფასო კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება დიაგნოსტიკური  კვლევები (მათ შორის, ექოკარდიოსკოპია).

    

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics