05:39 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 13:20:00, 1465 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის საველე აღწერას ახორციელებს

იუსტიციის სამინისტროს  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,  ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნის პროექტის ფარგლებში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის საველე აღწერას ახორციელებს. ამჟამად აღწერითი სამუშაოები ხაშური-მცხეთის მონაკვეთზე მიმდინარეობს.

სააგენტოს ინფორმაციით, საველე მეთოდით,  საავტომობილო გზათა ქსელის აღწერითი სამუშაოები უკვე დასრულებულია სარფი-ბათუმი-ქობულეთი-ფოთის,  სამტრედია-აბაშა-სენაკი-ფოთის, სამტრედია-ლანჩხუთი-სუფსა-გრიგოლეთის,  სენაკი-ხობი-ზუგდიდი-ანაკლიას, სამტრედია-ქუთაისის შემოვლითი გზა-ზესტაფონი-რიკოთის გვირაბი-ხაშური (მათ შორის ქ. ქუთაისში გამავალი ძველი მაგისტრალი)  მონაკვეთებზე.

სულ, ეროვნული ნავიგაციის პროექტის ფარგლებში აღწერილი   შიდასაქალაქო და მაგისტრალური საავტომობილო გზების  საერთო სიგრძე  1 535 კმ-ს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის საველე ოპერატორებმა  სანავიგაციო სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მონაცემები აღწერეს, მათ შორის: სატრანსპორტო მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნები, ბენზინ და გაზ გასამართი სადგურები სათანადო ინფრასტრუქტურით და შესაბამისი ფოტომასალით.

გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია აქვს. საავტომობილო გზები კი მნიშვნელოვან საბაზისო გეოგრაფიულ მონაცემს წარმოადგენს.  ამიტომ ქვეყნის მასშტაბით გზათა ქსელის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გეომონაცემთა ბაზის ფორმირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საჯარო რეესტრი საველე-საინვენტარიზაციო სამუშაოების შედეგად მიღებულ გეოგრაფიულ მონაცემებს საერთაშორისო სტანდარტების  შესაბამისად დაამუშავებს და ეროვნული სანავიგაციო სისტემის  შესაქმნელად გამოიყენებს.  დამუშავებულ მონაცემებში გზათა ნომენკლატურა-საერთაშორისო და ეროვნული ტიპი, კლასი, ზოლების რაოდენობა, საფარი, ცალმხრივობა, სიჩქარის შეზღუდვა, სეზონურობა და სხვ. მახასიათებლებიც იქნება გათვალისწინებული. 

აღსანიშნავია,  საჯარო რეესტრი ინფორმაციას მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (Google, Tomtom) მიაწვდის, რომლებიც  მონაცემებს  თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში, და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ.

ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნა და საქართველოს გეოგრაფიული მონაცემების  გლობალურ სანავიგაციო სისტემებში ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია. პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურისა და ქვეყანაში ტურიზმის  განვითარებას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics