05:39 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 10:57:47, 1652 ნახვა

საზოგადოება
ხაშურის რაიონში კოოპერატივმა „სურამი-2017“ „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი გააშენა

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „დანერგე მომავალის“ პროექტის მენეჯერმა ლევან დოლიძემ, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ოქრომელიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შიდა ქართლში, ხაშურის რაიონის სოფელ გომში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, კოოპერატივი „სურამი-2017“ -ის ბაღი მოინახულეს. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „სურამი-2017“ პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 2 ჰექტარზე კენროვანი კულტურა (მაყვალი/ჟოლო), ხოლო 5 ჰექტარზე ვაშლის ბაღი გააშენა, რისთვისაც 61 075 ლარის ოდენობის თანადაფინანსება მიიღო, აქედან  სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 12 250  ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, ხოლო 48 825 ლარი ნერგებზე.

მათივე ინფორმაციით, „დანერგე მომავლის“ პროექტის დაწყებიდან 2017 წლის მარტის ბოლოს მონაცემებით, შიდა ქართლის რეგიონში სულ  1 065 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა    6 865 242 ლარი. 

 ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებული ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 3 343 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 16 368 274 მილიონ ლარს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics