05:39 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 19:42:42, 1507 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ზოგიერთ უბანში გუშინ ჰაერის დაბინძურებამ დაშვებულ ნორმას გადააჭარბა

თბილისის ზოგიერთ უბანში, ჰაერში აზოტის დიოქსიდის, ოქსიდის, ოზონისა მტვერის შემცველობამ გუშინ დაშვებულ ზღვარს გადააჭარბა.

გარემოს ეროვნული სააგენტო სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობამ დასაშვებ ნორმას (0.04მგ/მ3) წერეთლის (0.073მგ/მ3) და ყაზბეგის (0.041მგ/მ3) გამზირებზე გადააჭარბა. ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში კი, ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა ნორმის ფარგლებში იყო (0.024მგ/მ3).

ჰაერში აზოტის ოქსიდის შემცველობამ დასაშვებ ნორმას (0.06 მგ/მ3) მხოლოდ წერეთლის გამზირზე გადააჭარბა (0.073მგ/მ3). ვარკეთილისა და ყაზბეგის გამზირის ტერიტორიაზე დაბინძურების მაჩვენებელი კვლავ ნორმის ფარგლებშია.

ვარკეთილში და ყაზბეგის გამზირზე გუშინ დასაშვებ ზღვარს (0.03მგ/მ3) ოზონის შემცველობაც გადასცდა. კერძოდ, ვარკეთილში (3 მკრ-ნი, მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) ჰაერში ოზონის შემცველობა გუშინ 0.071 მგ/მ3 იყო; ყაზბეგის გამზირზე (წითელ ბაღთან) 0.048 მგ/მ3. წერეთლის გამზირზე ოზონის შემცველობა ნორმის ფარგლებში იყო (0.025).

რაც შეეხება მტვერს, ჰაერში მტვერის შემცველობა დასაშვებ ზღვარს (0.05) სამივე ლოკაციაზე გადაცდა. ვარკეთილის მესამე მიკრო რაიონში მტვრის შემცველობა 0.05მგ/მ3 იყო, ყაზბეგის გამზირზე 0.055მგ/მ3, ხოლო წერეთლის გამზირზე 0.061მგ/მ3.

ცნობისთვის, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურები ვარკეთილში, ყაზბეგისა და წერეთლის გამზირზე დაამონტაჟეს. აქამდე თბილისში მხოლოდ ვაშლიჯვარში განთავსებული სადგური მოქმედებდა. აღნიშნული ტერიტორიები იაპონელ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად შეირჩა. ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომატური სადგურების საშუალებით, დამაბინძურებელი ნივთიერებების უწყვეტი 24 საათიანი ონლაინ მონიტორინგი ხორციელდება. ჰაერში განისაზღვრება ნახშირჟანგის (CO); აზოტის ჟანგეულების (NOx, NO, NO2); გოგირდის ორჟანგის (SO2); მიწისპირა ოზონისა (O3) და მტვრის სხვადასხვა ფრაქციის შემცველობა. თბილისის სხვადასხვა უბანში, დაახლოებით 100-მდე წერტილში ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების კონცენტარცია განისაზღვრა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics