01:10 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 16:12:51, 2186 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა მოთხილამურე პატრულები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გუდაურში პროექტი „მოთხილამურე პატრულის“ მიმდინარე წლის სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით,  გიორგი მღებრიშვილმა სეზონის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის 22 მოთხილამურე პატრული მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

„მადლობას გიხდით გაწეული შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და შემართებისთვის. თქვენი დამსახურებაა, რომ ეს პროექტი, რომელსაც დაწყების დღიდან განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობ, ასეთ წარმატებულ და საზოგადოებისთვის სასარგებლო სამსახურად ჩამოყალიბდა. სწორედ ჩემი მადლიერების, პატივისცემისა და მხარდაჭერის გამოხატულებაა ეს მადლობის სიგელები, რომლებსაც დღეს დიდი სიამოვნებით გადმოგცემთ და გპირდებით, რომ ჩვენ მუდმივად ვიზრუნებთ თქვენი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რომ სანიმუშოდ ემსახუროთ ხალხს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

„მოთხილამურე პატრულის“ მიმდინარე წლის სეზონი წარმატებით დასრულდა.

შსს-ს ცნობით, 2016 წლის 21 დეკემბრიდან 2017 წლის აპრილამდე, სამთო-სათხილამურო პატრულებმა 474 დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეს და ქვეყნის სტუმარს აღმოუჩინეს დახმარება, სასრიალო ტრასებზე წესრიგის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს, 200-მდე დაკარგული ნივთი (მობილური ტელეფონები, ფოტო-ვიდეო კამერები, საფულეები, თხილამურები) პატრონს დაუბრუნეს.

შეგახსენებთ,  რომ შსს-მ აღნიშნული პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარში, შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო. სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, გუდაურში ამოქმედდა.

წლევანდელ სეზონზე კი სპეციალურად გადამზადებული მოთხილამურე პატრულები, სამთო-სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით, უკვე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, მიტარბში, თეთნულდსა და კურორტ გოდერძიზე იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, დამსვენებელთა უსაფრთხოებას და ახდენდნენ დანაშაულის პრევენციას.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics