|
2017-04-30 17:18:12, 874 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორიამ დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები კიდევ ერთხელ გაიხსენა, მათ ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპული გმირების ოჯახებს მხარდაჭერა აღუთქვა. მათივე ინფორმაციით, გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალთან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი, ვლადიმერ ჩაჩიბაია მოადგილეებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი, ზაალ კაპანაძე, გიორგი ბუთხუზი და შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მემორიალთან საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა სამგლოვიარო მარში და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების 26 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან სხვადასხვა ლოკაციაზე აღინიშნება. სამხედრო მოსამსახურეებისთვის პროფესიული დღის მისალოცად, თავდაცვის მინისტრი გორში, I ქვეით ბრიგადასა და ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე ლევან იზორიამ, ტელეხიდის საშუალებით, თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან მიულოცა. (NS)
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)