2017-04-29 16:24:38, 2139 ნახვა
საზოგადოება
თამარ მეფის ხიდიდან ახალაზრდა ქალი მტკვარში გადახტა
თბილისში, თამარ მეფის ხიდიდან ახალაზრდა ქალი მტკვარში გადახტა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მაშველებმა, რომლებიც მტკვრის ტერიტორიაზე მუდმივ რეჟიმში პატრულირებენ, ქალის გადარჩენა შეძლეს.
უწყების ინფორმაციით, ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან