00:27 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-29 12:45:48, 1910 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს გაერო-სთან აკრედიტებული ელჩები ეწვევიან

საქართველოს გაერო-სთან აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები ეწვევიან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საინფორმაციო ტურის ფარგლებში უცხოელი დიპლომატები გაეცნობიან საქართველოს, მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს, ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და ტურისტულ პოტენციალს.

ვიზიტის ფარგლებში, მუდმივი წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოინახულებენ იუსტიციის სახლს და ეწვევიან წეროვანის დევნილთა დასახლებასა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს. გაერო-სთან აკრედიტებული ელჩები მოინახულებენ ოკუპაციისა და ეროვნულ მუზეუმებსა და ტექნოლოგიურ პარკს. მუდმივი წარმომადგენლები თბილისის ღირსშესანიშნაობებსაც გაეცნობიან.

გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში, ასევე ეწვევიან ქ. ბათუმს, სადაც შეხვედრებს გამართავენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან, მოინახულებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და  სარფის გამშვებ პუნქტს. ვიზიტის ფარგლებში ელჩები ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმსაც დაათვალიერებენ და ბათუმის ღირსშესანიშნაობებსაც გაეცნობიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით ორგანიზაციაში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები საქართველოს საინფორმაციო ტურის ფარგლებში ყოველ წელს სტუმრობენ. ტური მიზნად ისახავს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ასევე გაეროს წევრ ცალკეულ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics