2017-04-29 12:24:20, 2125 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო პროცესის დროს ჭერის ნაწილი ჩამოინგრა
ქუთაისში, ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლაში, გაკვეთილის მიმდინარეობისას ჭერის ნაწილი ჩამოინგრა.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ჭერის ჩამონგრევის დროს საკლასო ოთახში 30 მეექვსეკლასელი იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სარემონტო სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ ჭერის აღდგენის სამუშაოები უკვე დაიწყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან