|
2017-04-29 11:44:30, 2450 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: ჩემი ადმინისტრაციის მუშაობის პირველი 100 დღე, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი ადმინისტრაციის მუშაობის პირველი 100 დღე შეაფასა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის მუშაობით კმაყოფილია და ქვეყანა სწრაფი განვითარების გზას მიადგა. „მჯერა, რომ ჩემი ადმინისტრაციის მუშაობის პირველი 100 დღე იყო ყველაზე წარმატებული პერიოდი ამერიკის ისტორიაში. შემიძლია ვთქვა, რომ ახალი ადმინიტრაციის მუშაობის პირობებში ქვეყანა საკმარისად სწრაფად ვითარდება. ერთ-ერთი მთავარი მიღწევა 100 დღის განმავლობაში სამუშაო ადგილების შექმნა გახდა", - განაცხადა ტრამპმა. პარალელურად, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად, გაეროში რუსეთისა და სირიის იზოლაციაა დასახელებული. სააგენტო Reuters-თვის მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ "მას წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ რაოდენ რთული შეიძლება იყოს მისი ახალი სამსახური". "მგონია, რომ იზოლირებული ვარ. ყველგან დაცვა დამყვება. ყველაზე მეტად მანქანის ტარება მენატრება, ახლა სამწუხაროდ ამის საშუალება არ მაქვს და საჭესტან ჯდომა მინდა. ჩემი წინა ცხოვრება ძალიან მიყვარდა. ამ ეტაპზე უფრო მეტი სამუშაო მაქვს, ვიდრე ადრე. მეგონა უფრო მარტივი იქნებოდა", - აღნიშნადონალდ ტრამპმა. ამავე თემაზე: დონალდ ტრამპის 100 დღე აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე და შეუსრულებელი მუქარები
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)