2017-04-28 19:17:03, 2202 ნახვა
პოლიტიკა
კელი: პრეზიდენტ მარგველაშვილს საქართველოს დემოკრატიის განვითარების პროცესში დიდი როლი აქვს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იან კელი საკონსტიტუციო ცვლილებებს გამოეხმაურა.
ელჩის თქმით, ის კონსტიტუციის რეფორმის პროცესს ინტერესით აკვირდება.
„პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით. ვაფასებ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის როლს, მას ძალიან დიდი როლი აქვს საქართველოს განვითარების პროცესში. ამ პროცესში ბევრი დაინტერესებული მხარეა ჩართული, როგორც მთავრობაში, ასევე ოპოზიციაში და უფრო ფართოდ კი სამოქალაქო საზოგადოებაში, რაც მისასალმებელია. პროცესი დასრულებული ჯერ არ არის და ველით, როგორ დასრულდება“,-აღნიშნა იან კელიმ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან