01:10 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 16:55:28, 2133 ნახვა

სამართალი
შსს-ს აკადემიამ ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალურად ჟურნალისტებისთვის მომზადებული ხუთდღიანი მედიასემინარი დასრულდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა, შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თეა პერტაიამ მედიასემინარის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

მათივე ინფორმაციით, სწავლებას აკადემიის პროფესორები, ინსტრუქტორები და მოწვეული ლექტორები უძღვებოდნენ.

ტრენინგი თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს მოიცავდა.

სემინარის მთავარი თემები  ადამიანის უფლებები, პოლიციის ეთიკის კოდექსი, პერსონალური მონაცემების დაცვა, პირადობისა და სამგზავრო დოკუმენტების შემოწმება - პირველადი ინსპექტირება, კიბერდანაშაული; ოჯახში ძალადობა,გენდერული თანასწორობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, კრიმინალისტიკა და მოქალაქესთან ურთიერთობის სტანდარტები იყო.

სწავლების განმავლობაში ჟურნალისტებმა სხვადასხვა იმიტირებულ და ტაქტიკურ სავარჯიშოში მიიღეს მონაწილეობა.

მედიასემინარის მიზანი იყო საპოლიციო განათლების საკითხებზე ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლება და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება.

ტრენინგის დახურვის ღონისძიებაზე შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ სემინარის მონაწილე ჟურნალისტებს აკადემიის ახალი ვებ-გვერდი - www.http://policeacademy.gov.ge წარუდგინა.

ახალი საიტი ვიზიტორებს სასურველი ინფორმაციის მარტივად მოძიებაში დაეხმარება.

ვებ-გვერდზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია შსს-ს აკადემიის საქმიანობის, სპეციალური პროფესიული განათლების მიღების პროცედურებისა და სასწავლო პროგრამების, დისტანციური სწავლების, ასევე, აკადემიაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

საიტის საშუალებით მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ სიმულაციური სავარჯიშოების მეშვეობით შეამოწმონ ინგლისური ენის ცოდნის დონე, ასევე, გახდნენ ელექტრონული ბიბლიოთეკის მომხმარებელი და მიიღონ ინფორმაცია წიგნის ფონდის შევსება-განახლებასთან დაკავშირებით, ონლაინ რეჟიმში ჩაერთონ საჯარო ლექციების მსვლელობაში, ონლაინ სერვისების გამოყენებით, ელექტრონულად გაიარონ რეგისტრაცია, ატვირთონ საჭირო დოკუმენტაცია და აირჩიონ სასურველი დრო და ტური, როგორც აკადემიაში, ასევე, შსს-ს არქივში.

ამავე საიტზე  სპეციალური გვერდი განთავსდება,  სადაც ჟურნალისტები აკადემიაში გავლილი სასწავლო კურსების შესახებ საკუთარ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს დაწერენ.

(NS)

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics