03:15 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 15:43:53, 1408 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკომ იაპონიის მთავრობის მხრიდან გადმოცემული აღჭურვილობა დაათვალიერა

იაპონიის მთავრობის მხრიდან საქართველოსთვის არასაპროექტო გრანტის ფარგლებში გადაცემული აპარატურა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ტოშიო კაიტანისთან ერთად დაათვალიერა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრს ესტუმრნენ და რეგიონული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებში განთავსებული დეფიბრილატორები ნახეს.

მათივე ინფორმაციით, 136 ცალი გულის რიტმის აღმდგენი მოწყობილობა სასწრაფოს გასულ წელს გადაეცა.

არასაპროექტო გრანტის ფარგლებში, აღჭურვილობა უნივერსალურ სამედიცინო ცენტრსა და ბათუმის კლინიკურ რესპუბლიკურ საავადმყოფოსაც გადაეცა.

 კომპიუტერული ტომოგრაფიის ულტრათანამედროვე აპარატი დაზუსტებული კვლევების ჩატარების საშუალებას იძლევა და დაავადების აღმოჩენა პირველივე სტადიაზეა შესაძლებელი.

სამედიცინო ინვენტარი დღეს იაპონიის ელჩმა საქართველოში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულთან ერთად უნივერსალურ სამედიცინო ცენტრში დაათვალიერა.

საქართველოსთვის არასაპროექტო გრანტის გამოყოფასთან დაკავშირებით შეთანხმება 2014 წლის 18 ივნისს შედგა. იაპონიამ საქართველოში სხვადასხვა პროექტი განახორციელა, მათ შორის საგრანტო დახმარების, ტექნიკური თანამშრომლობისა და ოფიციალური განვითარების დახმარების სახით. ჯამში 410 მლნ.

აშშ დოლარზე მეტი გამოიყო სამედიცინო, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური სექტორის, კულტურისა და ადამიანური რესურსების განვითარების მიზნით.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics