01:10 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 19:07:26, 2016 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აჭარის დანაყოფების თანამშრომლები დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა აჭარაში სამუშაო თათბირი ჩაატარა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით,  შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა, თათბირის მონაწილეებთან ერთად, პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით, მათ ახალი დავალებები მისცა.

შს მინისტრმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის ა/რ-ის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსი გიგა ქათამაძე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მიღწეული წარმატებისათვის მედლებით დააჯილდოვა.

სხვადასხვა სახის ჯილდოები გადაეცათ ასევე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს.

(NS) 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics