|
2017-04-27 15:24:40, 2301 ნახვა
ეკონომიკა
ოზურგეთში სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ოზურგეთში სასარგებლო წიაღისეულის - ბენტონიტური თიხების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის ნებართვა გასცა. სამინისტროს ცნობით, კომპანია „ასკანგელ ალიანსს“ სახელმწიფო პროგრამის - ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 30 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა. კომპანიამ ვალდებულება აიღო, რომ განახორციელებს არანაკლებ, 175 900 ლარის ინვესტიციას. აღნიშნული საწარმოს გარდა, სამეურნეო კომპლექსი მოიცავს: ორ სასაწყობე მეურნეობას, ოფისსა და ავტოფარეხს. „ასკანგელ ალიანსი“ წელიწადში 100 000 ტონამდე ბენტონიტური თიხის გადამუშავებას გეგმავს. საწარმოში 92-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო მთელ კომპლექსში - 250 ადამიანამდე დასაქმდება. სამეურნეო კომპლექსის მშენებლობის დამთავრება მიმდინარე წლის 30 მაისისთვის იგეგმება. საწარმო თანამედროვე ტექნიკით იქნება აღჭურვილი. სასარგებლო წიაღისეული, რომელიც საწარმომ უნდა გამოიყენოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მთისპირსა და ცხემლისხიდში მოიპოვება - ვანისქედისა და უჩხუბის საბადოებში. ისტორიულად ამ ადგილს ასკანა ეწოდება, ამიტომ აღნიშნულ თიხას ასკანის ბენტონიტურ თიხასაც უწოდებენ. ის საქართველოში 1930-იან წლებში აღმოაჩინეს და მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, საწარმოები თავიანთ საქმიანობაში აქტიურად იყენებდნენ. ქართული ბენტონიტური თიხა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. იგი გამოიყენება მანქანათმშენებლობაში, კერამიკის წარმოებაში, პარფიუმერიაში, საფეიქრო მრეწველობაში, ღვინის ფილტრაციისთვის, ნავთობის მოპოვებაში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)