|
2015-04-09 16:02:37, 5099 ნახვა
Lifestyle
ირმა ინაშვილი: დიდი ხუთშაბათი დამდაბლებისა და სიყვარულის გამოხატულების დღეა
"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური დირექტორი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში, საკუთარ ფეისბუკზე, შარშანდელ დიდ ხუთშაბათს იხსენებს და ღმერთის შთაგონების შესახებ სტატუსს აქვეყნებს: "შარშან, დიდ ხუთშაბათს, ფეხი ჩვენი ოფისის კარისკაცს დავბანე. წესიერი ადამიანია. ცოტა სასაცილო, მაგრამ გულწრფელი. ფეხის დაბანა დამდაბლების გამოხატულებაა და გულით უნდა აკეთებდე ამას... და არა იმის გამო, რომ სხვებიც აკეთებენ... ჰოდა, ღმერთმა შთამაგონა, რომ ფეხი მაინც და მაინც ამ კაცისთვის დამებანა და წესიერი რომაა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა... ჩქარა, წყალი ავიტანოთ სახურავზე, ფეხი უნდა დაგბანო- თქო, რომ ვუთხარი, მორიდებისგან გაწითლდა. თავი დახარა. "თქვენ?",- მეკითხება. "ვითომ მე ვინა ვარ და რატომ არ უნდა დაგბანო ფეხი",- კითხვას ვუბრუნებ. გავხადე წინდა. დავბანე ორივე ტერფი. გამხდარი, ორი ჩხირივით. მაინც ვერ გაიგო, რატომ ვეტაკე. ჯერ ეგონა, რომ სუნმა შემაწუხა... მერე, როცა ავუხსენი, რომ ასე არ იყო, გაიხარა... დიდი ხუთშაბათი დამდაბლების და სიყვარულის გამოხატულების დღეა. სიხარულით ვემზადები ამ დამდაბლებისთვის,"- წერს ირმა ინაშვილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)