23:49 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 11:56:06, 1783 ნახვა

პოლიტიკა
სილევიჩი: კომისიამ საქართველოს „იტალიური საარჩევნო მოდელი“ შესთავაზა, თუმცა რამდენად გაამართლებს, საეჭვოა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე მომსხენებელი ბორის სილევიჩი, საქართველოს საპარლამენტო საკონსტიტუციო რეფორმების დაწყებას მიესალმება, - ამის შესახებ ბორის სილევიჩმა სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. 

თუმცა, სილევიჩის შეფასებით, საკონსტიტუციო რეფორმაში არის საკითხები, რამაც შესაძლოა, შეშფოთება გამოიწვიოს.

„ჩვენ საკონსტიტუციო რეფორმაზე უკვე ვიმსჯელეთ საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტარებთან, ეს საიდუმლო არ არის. ყველაზე პრობლემურ საკითხს მაინც საარჩევნო რეფორმა წარმოადგენს. კომისიამ საქართველოს ე.წ. იტალიური საარჩევნო მოდელი შესთავაზა. ეს შესაძლებელია, რადგან არაერთ ევროპულ ქვეყანაშია აპრობირებული, თუმცა არსებობს ეჭვი, რამდენად გაამართლებს საქართველოში. მაგალითად იტალიის პარლამენტში ბევრი პარტიაა, არჩევნების შემდეგ კი ისინი მთავრობის ფორმირებისას სირთულეებს აწყდებიან. გამარჯვებულ პარტიას შეუძლია, კიდევ დამატებითი ხმები მოიპოვოს, თუმცა საქართველოში ერთი ძლიერი პარტიაა და არა კოალიცია, ამიტომაც საეჭვოა, რამდენად გამოვა ეს მოდელი. ყველაფერი საქართველოს პარლამენტის ნებაზეა დამოკიდებული. ვენეციის კომისია ამ საკითხსაც შეეხება და საინტერესოა, რას იტყვიან ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბორის სილევიჩმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics