|
2017-04-27 11:24:48, 2061 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა (ვიდეო)
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, ახალქალაქში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდა დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებრებულ უაქციზო სიგარეტს, კერძოდ: 500 კოლოფ DONTABAK-ს“, 480 კოლოფ GARNY PREMIUM BLUE”-ს, 580 კოლოფ VIP-ს, 140 კოლოფ BLACK TIP-ს, 80 კოლოფ BLACK TIP COMPACT-ს და 10 კოლოფ „AKHTAMAR“-ს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 4 - დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)