23:49 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 20:51:17, 1873 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბერლინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ რიოტგენს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ ნორბერტ რიოტგენს მრავალი წლის განმალობაში საქართველოს მხარდამჭერი პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეს საქართველოს გერმანიის 200 წლის მეგობრობისა და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის საიუბილეო თარიღს და აღნიშნეს, რომ ამ წლების განმალობაში ორი ქვეყნის ურთიერთობა და თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით განვითარდა და დღეს საქართველოსა და გერმანიას აკავშირებთ მჭიდრო პარტნიორობა და მეგობრობა.

აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობა სქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, რომელიც ასევე გადამწყვეტი იყო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მონიჭებისთვის. ხაზი გაესვა, რომ საქართველო, როგორც ევროპის პასუხისმგებლიანი პარტნიორი მხარში უდგას ევროკავშირს და ევროპელ პარტნიორებს ყველა იმ გამოწვევის დაძლევაში, რაც დღეს ევროპის წინაშე დგას.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას ხაზი გესვა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან გერმანიის პოლიტიკურ, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელიც გადამწყვეტი იყო საქართველოს ინსტიტუციური და დემოკრატიული განვითარებისთვის.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ანექსიური ნაბიჯების შედეგად შექმნილი ვითარება და ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა გერმანიას ყველა საერთაშორისო ფორმატში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

საუბარი შეეხო პარლამენტთა შორისი თანამშრომლობის არსებულ დინამიკასა და ფორმატებს, კმაყოფილებით აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის პრაქტიკა. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ საპარლამენტო განზომილებაში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერად შაფასა მიმდინარე წლის მაისში საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics