|
2017-04-26 17:29:36, 1539 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, საუდის არაბეთის დედაქალაქ რეადში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა საუდის არაბეთის სავაჭრო პალატების გაერთიანების გენერალურ მდივანთან, დოქტორ საუდ ალ მაშართან და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. მათივე ცნობით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საჰაერო გზით ტვირთბრუნვის გააქტიურების და პროდუქციის დივერსიფიკაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. აღნიშნულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის და სურსათის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე მაჯედ ჰამად ალ ხამესი ესწრებოდა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქართული ცხვრისა და ცოცხალი საქონლის ექსპორტი საუდის არაბეთში უკვე ხორციელდება, მარკეტებში უკვე გამოჩნდა დაფასოებული ქართული ხორციც. არაბული მხარის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, კვლავ აქტიურად გაგრძელდეს მუშაობა მაღალხარისხიანი ქართული პროდუქტის არაბული ქვეყნების ბაზარზე დამკვიდრების მიმართულებით. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საუდის არაბეთში ბოლო პერიოდში ცხვრის ექსპორტის მაჩვენებელმა 100 ათასი სული შეადგინა, ხოლო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტმა - 2 ათასი სული. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი გაასამმაგოს აღნიშნული მონაცემები. 2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან საუდის არაბეთში ექსპორტირებულია 7.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია. 2015 წელთან შედარებით, აღნიშნული მონაცემი 68%-ითაა გაზრდილი. 2016 წელს, მთლიან აგროსასურსათო ექსპორტში საუდის არაბეთის წილი 1.1%-ს შეადგენს. 2016 წელს, საქართველოდან საუდის არაბეთში ძირითადად ექსპორტირებულია ცოცხალი ცხვარი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თხილი, თივა, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, მინერალური წყლები და სხვა. ქართულ დელეგაციას, მინისტრთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში, ბაფრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი წარმოადგენენ. (NS)
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)