|
2017-04-26 12:56:18, 2126 ნახვა
სამართალი
როგავების ოჯახის წევრების აქციაზე, დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ქალბატონი დააკავეს
ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული როგავების ოჯახის წევრების აქციაზე სამართალდამცველებმა ერთი ქალბატონი დააკავეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ენგურის ხიდზე მისი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე- წვრილმანი ხულიგნობისა და 173-ე-კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით მოხდა. ქალბატონს დაჯარიმების შემდეგ გაათავისუფლებენ. მამა-შვილი როგავების ოჯახის წევრები საქართველოს ხელისუფლებისგან მათ გასათავისუფლებლად, უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. არჩილ და პაატა როგავები ე.წ. მესაზღვრეებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, 5 აპრილს იმ დროს დააკავეს, როცა ისინი მდინარე ენგურზე სათევზაოდ იმყოფებოდნენ. მათ ბრალი დე-ფაქტო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედებათ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)