02:37 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 11:13:36, 1590 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში კოლეგას შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი,  ქართულ დელეგაციასთან ერთად, საუდის არაბეთის დედაქალაქ რეადში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს მართავს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საუდის არაბეთის სამეფოს გარემოს დაცვის, წყლისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, აბდულ რაჰმან აბდულ მოჰშენ ალ-ფადისთან გამართულ  შეხვედრაზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საუდის არაბეთთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრა, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

მათივე ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა კოლეგას ქვეყანაში აგრარული მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა  და ყურადღება რეგიონში თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების ამოქმედებაზე გაამახვილა, რაც საქართველოს საშუალებას აძლევს იყოს რეგიონული ჰაბი და ხელი შეუწყოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ტვირთბრუნვის გაუმჯობესებას.

შეხვედრაზე საუდის არაბეთის მინისტრი საქართველოდან საუდის არაბეთში ცოცხალი ცხოველის ექსპორტის, ასევე ხორცის, მშრალი ხილის, თაფლის და სასმელი წყლის ექპორტის განხორციელებით დაინტერესდა.

ქართულ დელეგაციას, მინისტრთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში, ბაფრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი წარმოადგენენ.

დელეგაციის ვიზიტი საუდის არაბეთის სამეფოში 24 აპრილს დაიწყო და 26 აპრილს დასრულდება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics