პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ალ-ქაიდასთან“ კავშირში მყოფმა დაჯგუფებამ აიღო
პეტერბურგის მეტროპოლიტენში 3 აპრილს განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ალ-ქაიდასთან“ კავშირში მყოფმა დაჯგუფება “იმამ შამილის ბატალიონმა” აიღო, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, თავდასხმა აიმან ალ-ზავაქირის ბრძანებით დაიგეგმა, სწორედ მან დაავალა აქბარჟონ ჯალილოვს ტერაქტის განხორციელება.
შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს პეტერბურგის მეტროში აფეთქებას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50 მგზავრი კი დაშავდა. რუსეთის ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.