23:43 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 16:13:59, 1930 ნახვა

სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო: მედიის განცხადებები სასამართლოსადმი უპატივცემულობასა და მოსამართლეთა რეპუტაციის უხეშ შელახვას წარმოადგენს

„მედიის წარმომადგენლების მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებული განცხადებები სასამართლოს, როგორც ინსტიტუტისადმი შეუწყნარებელ უპატივცემულობას და ინდივიდუალური რეპუტაციის უფლების არაერთგზის უხეშ შელახვას წარმოადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აქვეყნებს მედიის წარმომადგენლების მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებულ განცხადებებს საქართველოს მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის მიმართ, რომლებიც, ჩვენი აზრით, განხორციელებულია გამოხატვის თავისუფლების ფარგლების უხეში დარღვევით და წარმოადგენს სასამართლოს, როგორც ინსტიტუტისადმი შეუწყნარებელ უპატივცემულობას და ინდივიდუალური რეპუტაციის უფლების არაერთგზის უხეშ შელახვას. საბჭო მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები, ცალ- ცაკლე და მით უფრო ერთობლივად, დიდ ზიანს აყენებს არა მარტო სასამართლო სისტემას, არამედ თავად გამოხატვის თავისუფლებას და იწვევს მის დისკრედიტაციას, რამდენადაც ისინი განხორციელებულია გამოხატვის თავისუფლებისგან განუყოფელი „მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის“ დარღვევით, ხოლო ზოგჯერ - თვით ამ თავისუფების ბოროტად გამოყენებით. საბჭო მიიჩნევს, რომ ისინი აუცილებლად უნდა გახდეს სამაუწყებლო საშუალებების, ჟურნალისტთა კორპუსის და მთელი საზოგადოების მხრიდან განხილვისა და ფართო საჯარო დისკუსიის ”, - ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეები რეაგირებისთვის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, საქართველოს ჟურნალისტთა კორპუსს, საქართველოს სამოქალაქო სექტორს, სახალხო დამცველსა და საზოგადოებას მიმართავენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics