02:37 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 18:20:42, 1564 ნახვა

საზოგადოება
300 არაგველის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კრწანისის რაიონში 300 არაგველის სახელობის  სკვერში რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება. მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა კრწანისის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან ერთად დაათვალიერა. 

ამ დროისთვის ბაღში სარწყავი სისტემის აღდგენა, ქვაფენილის მოწყობა და აგროტექნიკური ღონისძიებები მიმდინარეობს. სკვერის  შესასვლელებში დასრულებულია ხის პერგოლებისა და კიბის მშენებლობა, მოეწყო ახალი ბილიკები, რომელიც ქართული აგურით მოპირკეთდა, შეიცვალა განათების ქსელი.

რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მაისში დაიწყება. 

თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა სკვერში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, რეაბილიტაციის  მეორე ეტაპი მაისში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. 

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, კრწანისის გამგეობის დაფინანსებით, განხორციელდა ბაღის ისტორიული გალავნის ბურჯების კონსერვაცია.

300 არაგველის ბაღი კრწანისის ბრძოლის ადგილზე გასული საუკუნის 30-იან წლებში გაშენდა, 50-იან წლებში კი  განახლდა. თუმცა,  მსგავსი მასშტაბის  სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამ ტერიტორიაზე, დღემდე არ ჩატარებულა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics