08:43 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 10:50:26, 772 ნახვა

რეგიონი
ხარისხის ნიშნის მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.

პროექტში ჩართვა განთავსებისა და კვების ობიექტების მეპატრონეებს 20 მაისამდე შეუძლიათ. მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე Recommend.ge ან შევსებული აპლიკაციები დატოვონ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ გასულ წელს დაიწყო და დღეს აჭარაში 62 ხარისხის ნიშნის მქონე ობიექტია. პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ თავისი შინაარსით წარმოადგენს შეთავაზებას რეგიონში არსებული კვებისა და განთავსების ობიექტებისთვის, რათა მათ გააუმჯობესონ მომსახურების ხარისხი, დაიცვან და შეასრულონ გარკვეული კრიტერიუმები ძირითადი ევროპული სტანდარტების დასამკვიდრებლად.

20 მაისიდან ორი თვის განმავლობაში იგეგმება უკვე დარეგისტრირებული განთავსებისა და კვების ობიექტების ტექნიკური შემოწმება. პარალელურად კი ჩატარდება გასულ წელს რეკომენდებული ობიექტებისთვის ხარისხის ნიშნის განახლება.

„ტურისტულ სეზონზე რეგიონში ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მქონე ობიექტთა რაოდენობა გაიზრდება. მიმდინარე წელს, ჩვენ გარკვეული კრიტერიუმები არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე შევცვალეთ. მაგალითად, სახანძრო უსაფრთხოების ნაწილში ობიექტებმა უნდა წარმოადგინონ სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული საბუთი, რაც მათ შენობებში უსაფრთხო გარემოს არსებობაზე მეტყველებს. გასული წლის მსგავსად პროექტში ჩაერთვება სახანძრო-სამაშველო სამსახური, ჰიგიენასა და სანდასუფთავებაზე პასუხისმგებელი მუნიციპალური სამსახურები და სურსათის ეროვნული სააგენტო,» აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics