|
2017-04-25 10:48:00, 1894 ნახვა
სამართალი
შსს-ს აკადემიაში მედიის წარმომადგენლებისთვის საპოლიციო საქმიანობის საკითხებზე სემინარი დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის ხუთდღიანი სემინარი დაიწყო. სემინარი შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ და შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თეა პერტაიამ გახსნეს. გივი მიქანაძე ტრენინგის მონაწილეებს აკადემიის სამომავლო გეგმებზე, დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიასა და პრინციპებზე ესაუბრა. როგორც რექტორმა აღნიშნა, აკადემიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საერთაშორისო სატრენინგო პროგრამების განვითარება წარმოადგენს, რაც პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს სასწავლო კურსების საქართველოში გავლის საშუალებას აძლევს. თეა პერტაიამ ყურადღება პოლიციასა და მედიასაშუალებებს შორის ურთიერთობების სტანდარტებზე გაამახვილა და სასწავლო პროგრამის ძირითადი ასპექტები მიმოიხილა. სწავლება მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს მოიცავს, რომლებსაც აკადემიის პროფესორები, ინსტრუქტორები და მოწვეული ლექტორები გაუძღვებიან. სემინარის მთავარი თემებია: ადამიანის უფლებები; პოლიციის ეთიკის კოდექსი; პერსონალური მონაცემები, როგორც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტი; პირადობისა და სამგზავრო დოკუმენტების შემოწმება - პირველადი ინსპექტირება; კიბერდანაშაული; ოჯახში ძალადობა; გენდერული თანასწორება; დისკრიმინაციის დაუშვებლობა; კრიმინალისტიკა და მოქალაქესთან ურთიერთობის სტანდარტები. სწავლების განმავლობაში ჟურნალისტები აკადემიის ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ, ასევე, სხვადასხვა იმიტირებულ და ტაქტიკურ სავარჯიშოებში მიიღებენ მონაწილეობას. სასწავლო კურსის მიზანია საპოლიციო განათლების საკითხებში ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლება და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)