2017-04-24 19:55:14, 2117 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება - მწვანეები“ კუთვნილ კვოტას „ქართულ ოცნებას“ უთმობს
ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“, „ღია და გამჭვირვალე მმართველობა საქართველოს საპარლამენტო საბჭოში“-ში კუთვნილ კვოტას ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ უთმობს.
აღნიშნულის შესახებ ბიუროს სხდომას და პარლამენტის თავმჯდომარეს ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილაძემ მიმართა.
განსაზღვრული პროცედურის თანახმად, ცნობას შესაბამისი მსვლელობა მიეცემა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან