01:45 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-24 16:55:36, 1382 ნახვა

საზოგადოება
ვიქტორ დოლიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სტუდენტებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად ის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია.

სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობების დინამიკასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რის შემდეგაც შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 „სტუდენტებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება.  მაქვს პატივი, დღეს ვიყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებთან შეხვედრა, ასევე საშუალება მექნება, პროფესორ-მასწავლებლებს გავესაუბრო იმ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს როგორც ინტეგრაციულ პროცესებს, ასევე ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებს.  ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას- ვიზის კამპანიის პარალელურად,  ძალიან ინტენსიური სახე მიეცა კამპანიას, რომელსაც ჰქვია ჩვენს ქვეყანაში ევროპისა და ნატო-ს პოპულარიზაცია;  გვინდა, რომ სტუდენტებთან ერთად ძალიან საინტერესო დებატები გავმართოთ ყველა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ნატო-ს დღეები დავასრულეთ, მაისში  ევროპის დღეებს ვიწყებთ, ასევე მაისში თბილისი უმასპინძლებს  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც საქართველოში, პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე,  15 წლიანი შესვენების შემდეგ პირველად ჩატარდება.  ძალიან საინტერესო, დინამიური წლის დასაწყისი გვქონდა, შემდგომ იგი გაგრძელდა ბათუმის საქართველოს ევროპული გზის კონფერენციით. წლის მეორე ნახევარიც როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის მიმართულებით ძალიან დატვირთული და რაც მთავარია, შინაარსიანი იქნება. წლის ბოლოს უკვე ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics