|
2017-04-24 15:52:15, 791 ნახვა
სამხედრო
უწყებათშორისი სწავლება „ინფო 2017" დაიწყო
ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ინფო 2017" დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელიც გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება, წელს უკვე მესამედ ტარდება. სწავლების მონაწილეებს სიტყვით J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ მიმართა და წარმატება უსურვა. „ინფო 2017"-ის მონაწილეები შეიარაღებული ძალების მთავარმა მოძღვარმა მამა დავით ლონდარიძემ დალოცა. სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანი სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენელთა ჩართულობით ჰიბრიდული ომის პირობებში საინფორმაციო ოპერაციების წარმოების პრინციპების და კოორდინაციის დახვეწაა. „ინფო 2017" სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2017" მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვადასხვა სამსახურის, სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, კრიზისებისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობენ. ერთკვირიანი სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.
(NS)
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)