23:12 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-24 13:54:45, 1696 ნახვა

პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო მინისტრი: თანამშრომლობის თვალსაზრისით, ესტონეთისთვის საქართველო პრიორიტეტულია

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სვენ მიკსერის  განცხადებით, მისი ქვეყანა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ყოველთვის მხარს უჭერდა.

როგორც სვენ მიკსერმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ვიზალიბერალიზაცია ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ თბილისში ვიმყოფები. ეჭვგარეშეა, რომ მაღალი დონის მოლაპარაკებები ჩავატარეთ მიხეილ ჯანელიძესთან. მაღალ შეფასებას ვაძლევ ამ ვიზიტს. საქართველო გახლავთ ესტონეთის პარტნიორი და პირიქით, ესტონეთი საქართველოს პარტნიორი. თანამშრომლობის თვალსაზრისით, ესტონეთისთვის საქართველო პრიორიტეტულია. ესტონეთი ემზადება ევროკავშირის პრეზიდენტობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გრძელი გზა აქვს გასავლელი, ყველა ის პროცესი მნიშვნელოვანია, რომელიც მას  ევროკავშირის წევრობამდე მიიყვანს. ძალიან კარგად ვიცით, რომ რეფორმები ხშირად არის მტკივნეული, მაგრამ საჭირო. რაც შეეხება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებს, ესტონეთი ყოველთვის იდგება საქართველოს გვერდით“, - განაცხადა სვენ მიკსერმა.

ამასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, საქართველო ნატოს სამაგალითო პარტნიორია.

 “საქართველომ სერიოზული წვლილი შეიტანა ნატოს ოპერაციებში, მუშაობდა კონსტრუქციულად და მაქსიმალურად იყო ჩართული. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა ის ფორმატი, რომელსაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი გვაძლევს”, – განაცხადა ესტონეთის სვენ მიკსერმა.

ესტონეთის საგარეო უწების ხელმძღვანელი დღის განმავლობაში რამდენიმე დიპლომატიურ შეხვედრას გამართავს, მათ შორის, შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს.

სვენ მიკსერი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთსაც ეწვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics