|
2017-04-24 12:55:31, 2317 ნახვა
სამართალი
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავა. თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქმე ეხება ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის ოჯახისგან, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლების მცდელობას. „გამოძიების შედეგად დადგენლი პირები შენიღბულად, მოგონილი სახელებითა და კონსპირაციის დაცვით მოქმედებდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა გატარებული ქმედითი საგამოძიებო, ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამივე დაკავებულს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ 19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობის მცდელობა ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით), რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს. საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სამივე ბრალდებულს, 1968 წელს დაბადებულ გ.ხ-ს, 1952 წელს დაბადებულ ვ.ბ-ს და 1950 წელს დაბადებულ ჯ.შ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ“,-ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)