01:45 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-24 10:34:55, 1492 ნახვა

საზოგადოება
„PSP“ უკვე მეთორმეტედ, წლის რჩეულ ფარმაცევტულ ბრენდად დასახელდა

21 აპრილს, სასტუმრო “Hotels & Preference Hualing Tbilisi”-ში კომპანია GLOBAL IDEA, The FINANCIAL, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, საერთაშორისო პალატის ევროპის ფონდის და მეწარმე ქალთა საბჭოს მხარდაჭერით, რიგით მეთორმეტე 2016 წლის რჩეული ბრენდების „Golden Brand 2016“ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.

PSP უკვე მეთორმეტედ დასახელდა წლის რჩეულ ფარმაცევტულ ბრენდად, PSP-ს „ჩემი ოჯახის ბარათი“ კი მომხმარებლის რჩეულ ბარათად დასახელდა.

“23 წლის წარმატებული საქმიანობის დასტურია, რომ უკვე მეთორმეტედ ჩვენი კომპანია პირველობას არ თმობს; მაგრამ განსაკუთრებით სასიხარულოა, პსპ-ს ბარათის მომხმარებლის რჩეულად აღიარება, რადგან მისი შექმნა სწორედ მომხმარებლის ინტერესსა და კმაყოფილებაზე ორიენტირებით მოხდა, ამასთან ბარათი წელს იუბილარია - 10 წლის გახდა. თავდაპირველად ბარათზე მომხმარებელი ღიმილებს აგროვებდა და სასურველ საჩუქარს ირჩევდა მუდმივად განახლებადი კატალოგიდან; წელს ბარათმა დამატებითი ფასდაკლების ფუნცია შეიძინა, რაც მის მფლობელს მიუხედავად ფასდაკლების დღეებისა, ყველა შენაძენზე 6% ფასდაკლების საშუალებას აძლევს. ბარათის მფლობელები სხვა მრავალ სარგებელთან ერთად პსპ-ს წამახალისებელ გათამაშებაში ერთვებიან. ბარათის იუბილესთან დაკავშირებით პსპ-ს წლევანდელი გათამაშებაც საიუბილეო პრიზებით გამოირჩევა” - აცხადებენ პსპ-ში.

”ოქროს ბრენდს” 200-მდე ექსპერტი  ავლენს და ის კომპანიები ჯილდოვდება, რომლებმაც წლის განმავლობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს და საზოგადოების მოწონება და აღიარება მოიპოვეს. PSP 23 წლის კომპანია, რომელის საქართველოში 200-მდე აფთიაქს ფლობს და ლიდერია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics