01:00 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-22 15:10:35, 1772 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტრომ დედამიწის დღე გამწვანების აქციით აღნიშნა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებაში „დედამიწის დღის“ აღსანიშნავად გამწვანების აქცია მოეწყო.

აქციის ფარგლებში მსჯავრდებულების მიერ დაწესებულების ეზოში 150-ამდე ყვავილი და ბუჩქი დაირგა.

ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით და ორგანიზებით საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველოსა“  და საპატრიარქოსთან არსებული „დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

შეხვედრის დასასრულს მსჯავრებულებს სააღდგომო ეპისტელეები გადასცეს.

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა. დღის ბოლოს  ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართა, სადაც მსჯავრდებულები მათ მიერ შექმნილი მუსიკალური პერფორმანსით წარსდგნენ.

„დედამიწის დღის“ აღსანიშნავად გამწვანების აქცია მოეწყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N17 პენიტენციურ დაწესებულებაშიც. აქციის ფარგლებში პრობაციონარებმა დაწესებულების სკვერში ფოთლოვანი ჯიშის ხეები დარგეს.

22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. პირველად ეს დღე 1970 წელს აღინიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად. დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 175 ქვეყნის 17 000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics