20:05 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 19:21:16, 2271 ნახვა

ეკონომიკა
„მ-100“ მარკის მაზუთი ელექტრონული აუქციონით იყიდება

სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეალიზაციოდ, ელექტრონულ აუქციონზე (www.eauction.ge), წარმოდგენილი აქვს ,,მ-100'' მარკის 50 027 583 კგ. მაზუთი. ქონება ინტერნეტ აუქციონზე ცხადდება 3 აუქციონად. აუქციონების - 2017 წლის 4 მაისს დასრულდება.
 
პირი, რომელსაც სურს შეიძინოს აღნიშნული ქონება, უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს შესაბამისი ელექტრონული ხელშეკრულების პირობებს, რომელშიც კონკრეტულად არის გაწერილი ქონების შეძენისა და გატანის პროცედურები.
 
ქონება  განთავსებულია შპს ,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის' კუთვნილ #19, #21 და #23 მეტალის მიწისზედა რეზერვუარებში,  შემდეგ მისამართზე:  ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. #2;
 
სარეალიზაციო ქონების დათვალიერება შესაძლებელია სამუშაო დღეებში სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან" შეთანხმებით.
 
ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ აუქციონებში, შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს" სერვისცენტრის მომსახურებით, მისამართზე - ქ. თბილისი, გულუას ქ. #4.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics