|
2017-04-21 19:11:15, 2362 ნახვა
ეკონომიკა
დევ იაგადესანი: OPIC-მა საქართველოში ოპერაციათა მოცულობა გააორმაგა - პროექტის განხორციელებას ველოთ
OPIC-მა საქართველოში ოპერაციათა მოცულობა გააორმაგა , შესაბამისად, ჩვენ პროექტების განხორციელებას თქვენს ქვეყნაში აქტიურად ველით, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელისა და აღმასრულებელი დირექტორის, დევ იაგადესანის (Dev Jagadesan) წერილშია აღნიშნული. აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციაში (OPIC) ქართული დელეგაციის შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული. „მადლობას გიხდით თქვენ და თქვენს დელეგაციას ჩვენთან - ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციაში ვიზიტისთვის. კვლავ ველით ასეთი ტიპის შეხვედრების გამართვას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ისედაც მჭიდრო და წარმატებული პარტნიორობა საქართველოსთან. მოხარული ვიქნებით, მონაწილეობა მივიღოთ საქართველოში ორგანიზებულ ნებისმიერ კონფერენციაში, განსაკუთრებით, საინვესტიციო ფონდების მიმართულებით. ველით თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას", -ნათქვამია წერილში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)