|
2017-04-21 14:25:31, 2048 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი საქართველოს სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართვის საკითხებში ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენს
მსოფლიო ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართვის საკითხებში ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენს. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და მსოფლიო ბანკის სამთავრობო ვალისა და რისკ-მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაზე ისაუბრეს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის მხრიდან ტექნიკური დახმარების ფარგლებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ამ საკითხით დაინტერესებული საჯარო უწყებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები და სხვა სახის საკონსულტაციო მომსახურება იქნება გაწეული. „სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართავა ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მსოფლიო ბანკის სპეციალურმა მისიამ შემოგვთავაზა ამ საკითხზე ტექნიკური დახმარების გამოყოფა და ჩვენ ამ შეთავაზებით აუცილებლად ვისარგებლებთ. შესაბამისად, გავაუმჯობესებთ როგორც სახელმწიფო ვალის, ასევე ფისკალური რისკების მართვის მიმართულებას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. „მსოფლიო ბანკი მოხარულია საქართველოს გაუწიოს ნებისმიერი სახის მხარდაჭერა ფისკალური რისკების მართვისა და სახელმწიფო ვალის მართვის მიმართულებით. ივნისში ჩვენ ვგეგმავთ საქართველოში ორგანიზება გავუწიოთ მსოფლიო ბანკის ექსპერტების დიდი ჯგუფის მისიის ჩამოსვლას. ჩვენ საქართველოს მთავრობას შევთავაზეთ ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართვის კუთხით. ასე რომ, ეს არის გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომელიც მსოფლიო ბანკის ხაზინას აკავშირებს საქართველოს მთავრობასთან", - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ხაზინის სამთავრობო ვალისა და რისკ-მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ჩოქსუნ ჩანგოზმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)