22:35 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 13:50:45, 1773 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილმა უნგრეთთან თანამშრომლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა

საქართველოს შინაგანთ საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უნგრეთის შს მინისტრის მოადგილესთან კაროლი კონტრატსთან "ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს. 

აღნიშნული დეკლარაციის თანახმად, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროები, ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად, საპოლიციო რეფორმების განხორციელებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ერთმანეთს გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ.

დოკუმენტი მიზნად ისახავს მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, ექსპერტებს შორის შეხვედრებს, კონფერენციებისა და სემინარების მოწყობას.

დეკლარაციის ხელმოწერის შესახებ მხარეები 2016 წლის აპრილში, უნგრეთში, საქართველოს შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილისა და უნგრეთის შს მინისტრის, შანდორ პინტერის შეხვედრის დროს შეთანხმდნენ. 2016 წლის 6 ივნისს კი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს მიმართ უნგრული მხარის ურყევი მხარდაჭერა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თაობაზე ოფიციალური წერილით დაადასტურა.

საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კაროლი კონტრატი და სხვა ოფიცილური პირები ეწვივნენ.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics