22:35 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 13:54:30, 1721 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ფორმატში უნგრელ კოლეგას პიტერ სიიარტოს შეხვდა, რომელიც საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

საგარეო უწყების ინფორმაციით, სამუშაო ვახშამზე მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრები და ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა საქართველო-უნგრეთის მეგობრობასა და პარტნიორობას  და განაცხადა, რომ უნგრეთის დელეგაციის ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ მიხეილ ჯანელიძეს წარუდგინა საქართველოში უნგრეთის საპატიო კონსულობის კანდიდატი საქართველოში ზაზა ჩარკვიანი.

მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საპატიო კონსულის ინსტიტუტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

საქართველოში უნგრეთის საპატიო კონსულის ტიტულს ზაზა ჩარკვიანი  2003-2011 წლებშიც ატარებდა. იგი 1997 წლიდან უნგრული ფარმაცევტული კომპანია „Gedeon Richter"-ის საქართველოში წარმომადგენლობის დირექტორია.

ცნობისთვის, 20 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია. უნგრეთის რესპუბლიკის დელეგაციაში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, ეროვნული ეკონომიკის მინისტრი მიჰაი ვარგა, ადამიანური რესურსების მინისტრი ზოლტან ბალოგი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შანდორ ფაზეკაში, ეროვნული განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ანდრაშ არადსკი და პრემიერ-მინისტრის კაბინეტის უფროსი იანოშ ნაგი შედიან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics