20:05 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 10:41:57, 2270 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“  საქართველო-უნგრეთის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს.

ფორუმი  ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და უნგერეთის საგარეო  საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა გახსნეს.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა,  რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ეწერება ხელი და აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია ინვესტიციების ურთიერთგაცვლის ნაწილი.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, ხელი მოეწერება ხელშეკრულებას განათლების ნაწილშიც.

„მნიშნელოვანია ის, რომ ძალზე მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის შესაძებლობებია, კონკრეტული კომპანიები, კონკრეტული დარგების მიმართულებით არიან ჩამოსულები. ეს იქნება ძალზე პრაგმატული შეხვედრა ბიზნესებს შორის. დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრების შემდგომ, კონკრეტულ ბიზნესაქტივობებთან გვექნება საქმე",-განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ უნგრულ კომპანიებს საქართველოში აინტერესებთ გადამამუშავებელი წარმოების მშენებლობა, წყლის რესურსების მართვა და ფარმაცევტიკა.

"ეს ძირითადი მიმართულებებია, რაზეც საუბარი უკვე მოვასწარით. ვფიქრობ,  პოტენციალი ბევრად უფრო მეტია",-აღნიშნა გახარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics