2017-04-21 00:52:57, 1615 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომერი გამოაქვეყნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, საქართველოს საელჩოს საფრანგეთში,აღნიშნულ ნომერზე + 33 7 83 31 86 89 დაუკავშირდნენ.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ცენტრში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, კიდევ 2 დაშავდა. სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან