21:56 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 21:30:45, 1797 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ხვალ ოფიციალური ვიზიტით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

21-22 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი.

უკრაინელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს, სადაც შეხვედრის დასრულების შემდგომ ხელი მოეწერება ერთობლივ დეკლარაციას.
 
ვიზიტის ფარგლებში უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან. დაგეგმილია შეხვედრა მის უწმინდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია II-სთან. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას. პავლო კლიმკინი პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics