2017-04-20 18:51:22, 2001 ნახვა
საზოგადოება
ინსპექციამ გარემოს დაბინძურებისთვის 14 სამართალდამრღვევი პირი დააჯარიმა
“თბილსერვის ჯგუფის“ ინსპექციამ გარემოს დაბინძურებისთვის დღეს 14 სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა.
როგორც "თბილსერვის ჯგუფის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საჯარიმო ოქმების უმრავლესობა (13 საჯარიმო ოქმი) 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით დანაგვიანების გამოა შედგენილი.
კერძოდ კი, სიგარეტის ნამწვით გარემოს დანაგვიანებაზე, ხოლო ერთი მათგანი კი მუნიციპალურ ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენის უკანონოდ განთავსებაზე.
მათივე ინფორმაციით, 14 სამართალდამრღვევი პირიდან 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან