თურქეთში, ქალაქ რიზესთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა.
როგორც "ექსპრესნიუსს" აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილი მოქალაქე საქართველოში უკვე გადმოასვენეს.
რაც შეეხება დანარჩენ 4 მოქალაქეს, უწყების ინფორმაციით, მათი ჯანმრტელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი სტაციონარში აგრძელებენ მკურნალობას.
შეგახსენებთ, რომ 10 აპრილს ქალაქ რიზესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს 1 მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 5 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More